”კარგად დაფიქრდით სინამდვილეში რა მოგწონთ და სწორედ ასე შექმენით საკუთარი ინდივიდუალური სტილი”, – ეს დიზაინერ ტომ ფორდის სიტყვებია. ტომ ფორდი ის ფიგურაა, რომელმაც მამაკაცების სტილის შექმნაში უდიდესი როლი შეიტანა.
სათვალე
Tom Ford-ის ლაკონური და ელეგანტური სათვალე – ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმია. თავად ფორდის აზრით, არ არსებობს სათვალეზე მოსახერხებელი აქსესუარი დაღლილობის ან გამოუძიებლობის შესანიღბად. ”სათვალე საუკეთესო გამოსავალია მოიწესრიგოთ სახე, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოასწარით კანის მოვლის საშუალებების გამოყენება”, – აღნიშნავს ფორდი. საკუთარი ფილმისთვის ”მარტოხელა მამაკაცი” დიზაინერმა უნიკალური ჩარჩო შექმნა, რომელიც მოგვიანებით შეზღუდული რაოდენობის კოლექციით გამოუშვა.
”მარტოხელა მამაკაცი”
როცა Gucci-ის მოდის სახლიდან წასულმა ფორდმა ფილმის გადაღების შესახებ განაცხადა, მის გადაწყვეტილებას მოდის სამყაროსთან ერთად კინოინდუსტრიაც საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, როცა 2009 წელს, ტორონტოს კინოფესტივალზე ფორდმა საკუთარი ”მარტოხელა მამაკაცი” წარადგინა, სკეპტიციზმი გაკვირვებამ შეცვალა. გემოვნებით გაკეთებულ ავტობიოგრაფიულ ფილმში ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი, პირველ რიგში კი, პერსონაჟების კოსტიუმები.
რეკლამა
2007 წლის არომატის Tom Ford-ის სარეკლამო სლოგანი – ”ტომ ფორდი მამაკაცებისთვის” – აბსოლუტურად ზუსტად ასახავს დიზაინერის პოზიციას სარეკლამო კამპანიების მიმართ. მისი კერპის – ფოტოგრაფ ჰელმუტ ნიუტონის მსგავსად, ფორდიც დიდებულად ახერხებს გააერთიანოს რამდენიმეწუთიან რგოლში სექსუალურობა, პროვოკაცია და ირონია. ფორდის ანგარიშზე უფრო მეტი აკრძალული რეკლამაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კრეატიული დირექტორის. Gucci-ის, Yves Saint Laurent-ის დაTom Ford-ის სარეკმლამო პოსტერებს კი, ისინიც კი კარგად იცნობენ, ვინც არასდროს ინტერესდებოდა მოდით.
კოსტიუმი
Tom Ford-ის ელეგანტურ კოსტიუმში ყველა წვრილმანი დეტალურადაა გათვლილი. ფორდის მოდელი უფრო ვიწროა, ვიდრე Giorgio Armani-ის და უფრო ფართე ვიდრე, Dior Homme-ის. მისი კოსტიუმები ელეგანტურობას მატებს ნებისმიერ მამაკაცს და ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ჯეიმს ბოდიც სწორედ ამ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას.
კოსმეტიკა მამაკაცისთვის
”თუ მამაკაცი კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მამაკაცურია, უბრალოდ ის ბევრად უკეთესად გამოიყურება”, – განაცხადა ფორდმა და მამაკაცების მთელი თაობა დაარწმუნა, ამგვარი საშუალებების უპირატესობაში. ფორდმა კოსმეტიკური საშუალებების საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია წარმოადგინა და უზარმაზარი პოპულარობაც მოიპოვა.
Lips and boys
ფორდი არა მარტო საუკეთესო დიზაინერია, არამედ რეკლამასაც განსაკუთრებულს აკეთებს, რისი ნათელი მაგალითიც პომადის სარეკლამო კამპანიაა.
რჩევები სტილის შესაქმნელად
ფორდი სტილის მოსიარულე ენციკლოპედიაა, ცოდნას კი, ნებისმიერ მსურველს უზიარებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე მოდური რჩევა – პიჯაკის ერთ ღილზე შეკვრაა, ყველაზე ბრძნული კი: ”კარგად დაფიქრდით სინამდვილეში რა მოგწონთ და სწორედ ასე შექმენით საკუთარი ინდივიდუალური სტილი”.
Tom Ford For Men
2007 წელს გამოსული არომატი რეკორდულად სწრაფად გაიყიდა, რაც პირველ რიგში ფორდის და ტერი რიჩარდსონის ერთობლივი ჩანაფიქრის დამსახურებაა.
იუმორის გრძნობა
ალბათ საკმაოდ უხეხული იქნებოდა, ტომ ფორდი სერიოზულად რომ უყურებდეს საკუთარ სარეკლამო პროექტებს, ინტერვიუებს და კრიტიკას მისი მისამართით.
ჩანთა
დიზაინერს ბავშვობიდან უყვარს ჩანთები და დარწმუნებულია, რომ ყველა ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი ისეთი ჩანთა, რომლითაც არ შერცხვება მოგზაურობა. როგორც ჩანს, ტყავის აქსესუარებით ცნობილი Gucci-ის მოდის სახლში ფორდმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა.