LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათი საუკეთესო ქალაქი ვეგეტარიანელი ტურისტებისთვის

103

ბრიტანულმა გაზეთმა The Independent  მსოფლიოს ათი ქალაქის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც მოგზაური-ვეგანებისთვის ყველაზე შესაფერისია. ჩამონათვალში შევიდა ქალაქი ტურინი, სადაც 30-ზე მეტი კაფე და მაღაზიაა, რომელშიც ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის საკვები იყიდება. გარდა ამისა, ქალაქის მერია გეგმავს სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია ჯანსაღ საკვებსა და ცხოველების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიაწოდოს. ქალაქის ადმინისტრაცია აპირებს ტურინი პირველი იტალიური ვეგეტარიანული ქალაქი გახდეს. სიაში არის ბერლინიც, გერმანიის დედაქალაქში 50 კაფე და რესტორანია, რომელიც ვეგანებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ქალაქელებიდან 80 000 მაცხოვრებელი მცენარეულ რაციონს ამჯობინებს. ბერლინში ვეგანებისთვის სპეციალური ლუდი, ღვინო და სექს-სათამაშოებიც კი იყიდება, რომლებიც ტყავის გამოყენების გარეშეა დამზადებული.

ჩამონათვალში დასახელდა ჰელსინკიც. ფინეთის დედაქალაქში ხორცის შემცვლელიც კი იყიდება. ქალაქში ცოტაა ვეგანური რესტორანი, თუმცა არის ვეგეტარიანული.

ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: თელ-ავივი, ინდური ჩენაი, მელბურნი, სან ფრანცისკო, ოსტინი, ვანკუვერი და ლონდონი.

ვეგანობა ვეგეტარიანელობის ყველაზე მკაცრი ფორმაა და გამორიცხავს ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიღებას, მათ შორის ხორცის, თევზის, კვერცხის, რძისა და თაფლის. გარდა ამისა, ვეგანები არ იყენებენ ცხოველის ბეწვს, ტყავსა და ასევე აბრეშუმს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები