ჩინელებს ფორმის შენარჩუნების საიდუმლო რომ აქვთ, ეს, ალბათ, არავისთვისაა უცხო. როგორ გავიქროთ სხეულიდან ცხიმის ზედმეტი რაოდენობა? ტრადიციული მედინიცის ცენტრის დიეტოლოგებმა ამ შეკითხვას პასუხი უკვე გასცეს. მათ მოძებნეს უძველესი რეცეპტები, რითაც იმპერატორის საყვარლები სარგებლობდნენ სილამაზის შესანარჩუნებლად.
ბევრი გოგონა ჰარამხანაში ღარიბული ოჯახებიდან ხვდებოდა, სადაც არ ჰქონდათ გემრიელად მირთმევის ფუფუნება, ამიტომ ბევრი მათგანი ჭამაზე უარს ვერ ამბობდა. სწორედ ასეთ დროს მათ დამხმარედ ატამი „მოდიოდა“. ისინი მხოლოდ ატამსა და სპეციალურად მომზადებულ მწვანე ჩაის მიირთმევდნენ. თუმცა თანამედროვე დიეტოლოგებმა ატმის გამოყენებით უფრო მოქნილი დიეტის ფორმულა შეიმუშავეს.
განმტვირთავი დიეტის საფუძველი კომპოტია, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
400 გრ. ატამი
4 ლიტრი გაფილტრული წყალი
ერთი კოვზი სქელფოთლიანი მწვანე ჩაი
მომზადების წესი: ადუღებულ წყალში კარგად გარეცხილ ატმებს ჩაყრით, 15 წუთში ერთ კოვზ მწვანე ჩაის დააყრით და თავსახურის ქვეშ გააჩერებთ, ცეცხლიდან კი გადმოდგამთ. შემდეგ ატმებსა და ჩაის ფოთლებს ამოიღებთ და ამ ნახარშს დღის განმავლობაში ლიტრნახევარს დალევთ ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ ერთ საათში ასეთივე რაოდენობით.
ახლა კი თავად დიეტა:
პირველი დღე:
9:00 – კომპოტი
10:00 – ცხიმგამოცლილი ხაჭო (100 გრ.), ატამი, რომელიც კომპოტიდან დაგრჩათ (100 გრ.)
12:00 – ახალი ატამი
14:00 – 70 გრ. ბრინჯი, ზეთის გარეშე მოთუშული, მწვანე წიწაკითა და ბროკოლით.
17:00 – ატამი კომპოტიდან (100 გრ.)
19:00 – ერთი კვერცხის ომლეტი პომიდვრითა და მწვანილით.
მეორე დღე:
9:00 – კომპოტი
10:00 – ნატურალური იოგურტი (120 გრ.), ატამი კომპოტიდან (100 გრ.)
12:00 – ახალი ატამი
14:00 – 70 გრ. ბრინჯი ტოფუსა და ოხრახუშთან ერთად
17:00 – ატამი კომპოტიდან ((100 გრ)
19:00 – საქონლის ხორცი (100 გრ.), პომიდორი (300 გრ.)
მესამე დღე:
9:00 – კომპოტი
10:00 – შვრიის ფაფა (50 გრ.), ატამი კომპოტიდან (100 გრ)
12:00 – ახალი ატამი
14:00 – გამომცხვარი ყაბაყი (250გრ.)
17:00 – ატამი კომპოტიდან ((100 გრ)
19:00 – ორაგული (200 გრ.), სალათის ფურცლები (100 გრ.)
მეოთხე დღე:
9:00 – კომპოტი
10:00 – ცხიმგამოცლილი ხაჭო (100 გრ.), ატამი, რომელიც კომპოტიდან დაგრჩათ (100 გრ.)
12:00 – ახალი ატამი
14:00 – სალათის ფურცლები ქუნჯუთით (200 გრ), ხორბლის პურთან ერთად
17:00 – ატამი კომპოტიდან (100 გრ)
19:00 – ტოფუ (200 გრ), პომიდვრებთან (200 გრ.) ერთად გამომცხვარი
მეხუთე დღე:
9:00 – კომპოტი
10:00 – ნატურალური იოგურტი (120 გრ.), ატამი კომპოტიდან (100 გრ.)
12:00 – ახალი ატამი
14:00 – 70 გრ. ბრინჯი, ზეთის გარეშე მოთუშული, პომიდვრითა და ბროკოლით.
17:00 – ატამი კომპოტიდან (100 გრ)
19:00 – ბრინჯი (100 გრ.), სატაცური (100 გრ.)
დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ თუკი ამ დიეტას ხუთი დღე მაინც გააკეთებთ, არა მხოლოდ სხეულის ფორმებს დახვეწთ, არამედ კანის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.