LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi 800 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

119

Audi 800 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. Volkswagen-ის შემადგენლობაში მყოფი Audi-ს კონცერნი გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაზარალებულთა მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ საქმე დიზელის ძრავიან ავტომობილებში მავნე გამონაბოლქვის სისტემას და მონაცემების გაყალბებას ეხება. Audi-ს შეცდომის გამოსასწორებლად გარკვეული დროც ქონდა მიცემული, თუმცა ავტომწარმოებელმა ეს არ გაითვალისწინა და საბოლოოდ თავისი შეცდომის აღიარება მოუხდა. ბრენდმა ჯარიმის სამართლიანობაც აღიარა და მის გადახდას უახლოეს მომავალში გეგმავს. ეს კი სპეციალისტთა აზრით, კონცერნის ფინანსურ მახასიათებლებზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. შეგახსენებთ, რომ Volkswagen დიზელის სკანდალში წარსულშიც გაეხვა და აშშ-ს მთავრობამ მას 482 ათასი ავტომობილის უკან გამოწვევა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები