LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ის სუპერქარი კიდევ უფრო ძლიერი გახდა

92

სუპერქარი Audi R8 განახლდა, უფრო აგრესიული ვიზუალი მიიღო და ამასთან ბევრად უფრო ძლიერიც გახდა. გარეგნული განახლების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა, როცა სპორტქარის ტესტ-დრაივი პაპარაცებმა გადაიღეს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილს ტექნიკური მახასიათებლებიც გაუუმჯობესდა.

სუპერქარმა ახალი სამუხრუჭე სისტემა მიიღო, რისი დამსახურებითაც 100 კმ-სთ სიჩქარის დროს დამუხრუჭება 1,5 მეტრამდე შემცირდა, 200 კმ-ის დროს კი – 5 მეტრამდე. რაც შეეხევა ძრავს, მიუხედავად ექსპერტთა ვარაუდისა, ის უცვლელი დარჩა და უბრალოდ მისი სიმძლავრე 570 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ძრავი Lamborghini Huracan-ს აქვს და იტალიური სუპერქარი Audi-ს 610 ცხენის ძალით ჯობნის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები