LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AUDI კონვეირს მოკლავს

55

კომპანია AUDI ავტომობილების აწყობის პრინციპულად ახალი სქემისთვის ემზადება. როგორც მარკის პრესსამსახური იუწყება, მომავალში “ჭკვიანი” ქარხნები გაჩნდება და ნაცვლად ჩვეულებრივი კონვეირისა, წარმოება რამდენიმე ცალკეულ სექციაში სპეციალურად მომზადებული რობოტების საშუალებით მოხდება.

დღეისათვის ავტომწარმოებელთა უმრავლესობა საწარმოო ზოლებს იყენებს, რომელზეც ავტომობილი ამა თუ იმ საჭირო კომპონენტს ეტაპობრივად იღებს. კონვეირი პრაქტიკულად გაუჩერებლად მუშაობს, რაც მომუშავე პერსონალისგან მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებას მოითხოვს – ავტომობილები შეჩერების გარეშე გადაადგილდებიან ერთი ხელოსნისგან მეორესთან. რომელიმე ეტაპზე შეცდომის შემთხვევაში კი თითქმის მთელი ქარხნის შეჩერება ხდება საჭირო.

AUDI-ს ახალი მიდგომის არსი კი ის გახლავთ, რომ ავტომობილის აწყობა სხვადასხვა სექციაში მოხდება, რობოტები სათადარიგო ნაწილების მიტანას უზრუნველყოფენ და ხელოსანს ექნება დრო საქმე მშვიდად, შეცდომის გარეშე გააკეთოს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ქარხნები, გარდა მთლიანი ქარხნის მუშაობის შეჩერების საშიშროებისა, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებენ. მაგალითად, ერთ ქარხანაში, მიუხედავად ტექნიკური მახასიათებლებისა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მოდელის აწყობა. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ აწყობის სიჩქარე უფრო მოიმატებს.

თუკი AUDI აღნიშნულ სქემას ქარხანაში დაამკვიდრებს, Ford T-ს ეპოქის შემდეგ ეს იქნება პირველი არსებითი ცვლილება ავტომობილების აწყობის სქემაში. სავარაუდოდ, იდეის განხორციელებას დაახლოებით ათი წელი მაინც დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები