კომპანია Audi-მ ავსტრიაში ყოველწლიურ ფესტივალ VAG-ზე კონცეპტი წარადგინა. ეს არის ჰეთჩბეკი A5 g-tron, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს. მოდელის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მას ექსტერიერის უჩვეულო გაფორმება აქვს. გაზზე მომუშავე აუდის გაყიდვები ამ ზაფხულს დაიწყება.
გარეგნულად კონცეპტი ორ ფერშია გადაწყვეტილი, სადაც ძირითადი შავი ფერი უკანა მხარეს ლურჯში გადადის. ავტომობილს ამშვენებს წარწერა g-tron. შეცვლილია უკანა ფარების დიზაინიც.
კაპოტ ქვეშ ავტომობილს ორლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავი აქვს, რომელიც 170 ცხენის ძალას აერთიანებს. მასთან წყვილში შვიდ საფეხურიანი ”რობოტი” მუშაობს, თუმცა, სერიული მოდელი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი.
Audi აღნიშნავს, რომ A5-ის გაზის ავზი 19 კილოგრამამდე საწვავს იტევს და მრავალშრიანი მასალისგან არის დამზადებული.
ნულიდან ას კილომეტრს ავტომობილი 8,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 226 კილომეტრ/საათი აქვს. გაზზე მუშაობისას, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3,8 კილოგრამს შეადგენს. ბენზინის გამოყენებისას კი საწვავის დანახარჯი 5,6 ლიტრია.
მხოლოდ გაზის მარაგით A5 g-tron-ს 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. როდესაც ავზში 0,6 კილოგრამი გაზი რჩება, ავტომობილი ავტომატურად გადადის ბენზინზე და კიდევ 450 კილოგრამის გავლას ახერხებს.