LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ ბრმა პრეზენტაცია მოაწყო

12

კომპანია Audi-მ სედან A8-ს ”ბრმა” პრეზენტაცია მოაწყო. გერმანელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინგოლშტადში მიიწვიეს, სადაც თვალები აუხვიეს და უფლება მისცეს ავტომობილს ხელით შეხებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას ფოტოგადაღებაც მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც ფლაგმანური მოდელის ახალი თიზერები გამოჩნდა. ფოტოებზე ექსტერიერისა და სალონის რამდენიმე დეტალი ჩანს, რომლებიც ჯერ არავის უნახავს.

სავარაუდოდ, ღონისძიებაზე ერთ-ერთი ყველაზე „მდიდრული” მოდიფიკაცია იყო წარდგენილი. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ავტომობილი ჰაერის არომატიზაციის ფუნქციითაც არის აღჭურვილი.

ფოტოებზე ისიც ჩანს, რომ ავტომობილს პრემიალური აუდიოსისტემა Bang & Olufsen აქვს, პრეზენტაციაზე კი ჯგუფ Eagles-ის სიმღერა – Hotel California უკრავს.

ახალი A8-ის პრემიერა 11 ივლისს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები