LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი წარადგინა

109
1428x1428

Audi-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული მოდელი წარადგინა. ახალ სუპერქარს Nuvolari ეწოდა და ის კომპანიის პირველი ჰიბრიდული სუპერქარიც გახდა.

მოდელის სახელწოდება ლეგენდარული იტალიელი ავტომრბოლელის, ტაციო ნუვოლარის პატივსაცემად შეირჩა, რომელსაც XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს პილოტად მიიჩნევენ.

Audi Nuvolari მხოლოდ 499 ეგზემპლარის რაოდენობით გამოვა. პირველი ავტომობილების მიწოდება 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, ხოლო სავარაუდო ფასი დაახლოებით 600 000 ევრო იქნება.

სუპერქარი აგებულია Audi Space Frame-ის პლატფორმაზე. კომპანიის ისტორიაში პირველად, ძარის თითქმის ყველა გარე ელემენტი ნახშირბადბოჭკოვანი მასალისგან არის დამზადებული, რაც ავტომობილის წონის შემცირებასა და აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება.

Nuvolari-ის ჰიბრიდული სისტემა ნაწილობრივ ეფუძნება Lamborghini Temerario-ს ტექნოლოგიას, თუმცა Audi-ის ვერსია კიდევ უფრო მძლავრია. სისტემის საერთო სიმძლავრე 1001 ცხენის ძალას აღწევს.

ძრავის სისტემა მოიცავს:

4.0 ლიტრიან V8 ბენზინის ძრავს (800 ცხენის ძალა);
სამ ელექტროძრავს;
7,3 კილოვატ/საათიან ლითიუმ-იონურ ბატარეას.
ორი ელექტროძრავი წინა ღერძზეა განთავსებული, მესამე კი შიდა წვის ძრავსა და 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორის.

Nuvolari-ის დინამიკური მაჩვენებლები შთამბეჭდავია:

0-100 კმ/სთ – 2,6 წამი;
0-200 კმ/სთ – 6,8 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე – 350 კმ/სთ-ზე მეტი.

Nuvolari არა მხოლოდ Audi-ის ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილია, არამედ კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტიც, რომელიც ელექტრიფიკაციასა და ტრადიციულ სპორტულ ხასიათს ერთმანეთთან აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები