LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi მზადაა R8 პენსიაზე გაუშვას

122
audi

კომპანია Audi-მ სუპერქარი R8 წარმოებიდან მოხსნა. მწარმოებელი საბოლოოდ გამოემშვიდობა მოდელს, რომელიც 620 ცხენის ძალის მქონე V10 ძრავით იყო დაკომპლექტებული. R8-ს ბოლო ეგზემპლარი კონვეიერიდან უკვე ჩამოვიდა და ის გახდა კუპე performance quattro edition, Vegas Yellow-ს ფერში შესრულებული.

მოდელის წარმოების დასრულება ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა კლიენტების მონდომებამ ამ გეგმას ხელი შეუშალა. საქმე ისაა, რომ პენსიაზე გასვლის წინ გამოსამშვიდობებელი სუპერქარის მიღების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

2023 წელს გაყიდვები 49%-ით გაიზარდა და 1591 ეგზემპლარს მიაღწია. Audi-ს რამდენიმე თვე დასჭირდა, რათა გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მიუხედავად ამისა, R8 მაინც რჩება ბრენდის ყველაზე ნელა გაყიდვად მოდელად, რასაც სპეციალისტები მაღალი ღირებულებით ხსნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები