LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi ქროსოვერ Q8-ზე ვიდერგოლების სერიით მოგვიყვება

55

კომპანია Audi-მ თავისი კუპესმაგვარი ქროსოვერის Q8-ს მორიგი გამოსახულება გამოაქვეყნა. ამასთან, მარკამ ხუთი ვიდეორგოლისგან შემდგარი სერია დააანონსა საერთო სახელწოდებით Q8 unleashed, რომელიც ახალ მოდელზე გასართობი ფორმით მოგვიყვება.

უკვე არსებული მონაცემებით, Audi Q8-ს საფუძველად სამოდულო პლატფორმა MLB-ს იყენებს, იგივეს რაც Benley Bentayga-ს, Lamborghini Urus-სა და Audi Q7-ის შემთხვევაში. მოდელი მუდმივი სრული ამძრავითა და რვა ცილინდრიანი „ავტომატით“ არის აღჭურვილი.

Audi Q8-ს სახალხო დებიუტი Q8 unleashed-ის ყველა რგოლის ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება. პირველი სერია 21 მაისს, ბოლო 5 ივნისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები