LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi რევანშისთვის ემზადება

34

არცთუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, კომპანიამ Audi ახალი სეზონისთვის R18-ის პროტოტიპი e-tron წარადგინა. ახალი მოდელის ტესტირება უკვე დაწყებულია, ხოლო დასრულებული ვარიანტის გამოცდა დეკემბერში იგეგმება.

წინამორბედისგან განსხვავებით, ახალ მოდელს განახლებული აქვს აეროდინამიული ”აბვესი”, თუმცა, ძრავი იგივე დარჩა, მაგრამ სიახლე იქნება ის, რომ 4 მეგაჯოულის ნაცვლად ავტომობილი 6 მეგაჯოულზე იმუშავებს. მსგავსი ენერგეტიკული სისტემით კი Porsche-ს ავტომობილები სარგებლობს.

 

Audi 1

 

კომპანიის ინფორმაციით, Audi WEC-ზე ორი პროტოტიპით წარსდგება, ისევე როგორც Porsche. წელს ორივე გერმანული კონცერნი წარმოდგენილი იყო სამ-სამი ავტომობილით, თუმცა, ხარჯების შემცირების მიზნით ორივე ორი ავტომობილით იქნება წარდგენილი. ეს ეხება ლე-მანის მარათონსაც.

 

Audi 2

 

რაც შეეხება Audi-ს სარბოლო გუნდს, აქ ცვლილებები არ გხვდება. ეკიპაჟს სათავეში ჩაუდგება Audi Sport Team Joest და სწორედ ეს გუნდი წარადგენს განახლებულ R18-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 17 აპრილს გაიმართება.

 

Audi 3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები