LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ს ავტომობილები ტრამპის გადასახადების გამო პორტში გაიჭედა

107
Screenshot 2025-04-09 154213

Audi-ს აშშ-ში შეტანილ ავტომობილები პორტიდან არ გამოაქვს. პორტში გროვდება მანქანები, რომლებიც ქვეყანაში 2 აპრილის შემდეგ მოხვდნენ, ანუ მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმპორტულ ტრანსპორტზე 25%-იანი გადასახადი დააწესა.

თუ რამდენი ხანი მოუწევს Audi-ს ტვირთს ღია ცის ქვეშ ყოფნა, ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია. შესაძლოა სიტუაცია ერთ კვირაში გაირკვეს, როცა ავტომწარმოებელი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება.

მანამდე კი ბრენდმა დილერებს წერილი გაუგზავნა სადაც დააზუსტა, რომ კომპანია ყველა მიწოდებას დააპაუზებს იქამდე, სანამ რაიმე ახალი ინფორმაცია არ იქნება.

ამჟამად აშშ-ს საცავებში Audi-ს 37 ათასი ავტომობილი ინახება. დილერთა შეფასებით, ეს დაახლოებით 2 თვის მარაგია იმ შემთხვევაში, თუკი გაყიდვები ჩვეულ ტემპში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები