გერმანულმა საავტომობილო კომპანია Audi-მ უკვე მეექვსედ მოიპოვა პირველობა პორტალ Consumer Reports-ის მიერ შედგენილი საიმედოობის რეიტინგის პირველი პოზიცია. რეიტინგზე ჟურნალის სპეციალისტები თავად მუშაობენ, ისინი მკითხველების გამოხმაურებებს ეყრდნობიან, რომლებიც ექსპლუატაციის ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავიანთი სატრანსპორტო საშუალების პრობლემებზე საუბრობენ. გამოკითხვაში ის მძღოლები მონაწილეობდნენ, ვისაც 2014 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილები ჰყავთ. წელს Consumer Reports-მა მთლიანობაში 640 000 ავტომობილის გამოხმაურება გააანალიზა. როგორც აუდის ტოპ მენეჯერი, ვერნერ ციმერმანი ამბობს, ისინი ამ შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აუდისთვის მთავარი ხარისხია.
