LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდის წარმოება ახალ ეტაპზე გადადის

28

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი თაობის ავტომობილები გაყიდვაში 2017 წელს ჩაეშვება. „ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს A6-ის მოდელზე, ხოლო შემდგომში განახლებული იქნება, როგორც A7 აგრეთვე A8-ც.“- აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

განახლებული A6-ი, ძველისაგან  სრულიად განსხვავებული იქნება. გაუმჯობესება შეეხება როგორც ინტერიერს და ექსტერიერს, აგრეთვე ძრავსა და  სხვა მინიმალურ დეტალებსაც. კომპანიის ისტორიაში, განახლებული A6-ი, პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც OLED ტიპის განახლებულ უკანა მაშუქებს მიიღებს.

დამატებითი დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ განახლებული A6-ი მიიღებს 3 ტიპის ძრავს: 4 ცილინდრიან ტურბინიან ძრავს, V6 ტიპის 4 ლიტრიან ძრავსა და V8 ტიპის ძრავს, რომლებიც კომპანია „პორშე“-სთან ერთად იქნება დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები