LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმრად ექიმთან

ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის საუკეთესო ექიმებთან!

გასული გადაცემები

როგორ უნდა ამოვიცნოთ დიაბეტური ტერფი, რათა სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს – ქირურგ ელზა აფრიამაშვილის რეკომენდაციები

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ზოგადი ქირურგი - ელზა აფრიამაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტურ ტერფზე, აღნიშნული პრობლემის სიმპტომებზე, მის შესაძლო გართულებებზე, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

ყველაფერი იმპლანტებზე, რა უნდა იცოდეთ კბილის აღდგენის თანამედროვე ტექნოლოგიაზე – დიმიტრი ხეჩანოვის რეკომენდაციები

„რა არის დენტალური იმპლანტი და რა უპირატესობები აქვს მას, როდის დგება მისი საჭიროება და როგორია იმპლანტაციის პროცესი, საჭიროებს თუ არა იგი განსაკუთრებულ მოვლას, რა წარმოადგენს იმპლანტაციის უკუჩვენებას...“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ქირურგმა-იმპლანტოლოგმა, კლინიკის „დენტალ ლაინ“ ხელმძღვანელმა - დიმიტრი ხეჩანოვმა ისაუბრა.

როგორ ეხმარება დენვერის ადრეული განვითარების მოდელი აუტისტური სპექტრის ბავშვებს? – თინათინ ავსაჯანიშვილი პროგრამის შესახებ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ დენვერის ადრეული ჩარევის სპეციალისტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი - თინათინ ავსაჯანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე, მეტყველების დარღვევებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, დენვერის ადრეული ჩარევის პროგრამაზე, თერაპიის მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ფრთხილად, ეპილეფსია! – ნინო გზირიშვილი სიმპტომებზე, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-ნევროლოგი - ნინო გზირიშვილი სტუმრობდა, რომელმაც  განმარტა, თუ რა არის ეპილეფსია

სიმსუქნე და წონაში კლების პრაქტიკული რჩევები ნინო გაბიძაშვილისგან გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ამერიკული პროგრამის ლექტორი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი - ნინო გაბიძაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სიმსუქნეზე, ინსულინრეზისტენტობაზე, აღნიშნული პრობლემების თანმხლებ დაავადებებზე, მათი დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი ძალიან საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა

რატომ ავადობენ უფრო ხშირად ვირუსული ინფექციებით ალერგიული განწყობის მქონე პაციენტები? – მაკა რუხაძის რეკომენდაციები

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი - მაკა რუხაძე სტუმრობდა, რომელმაც პოსტვირუსულ ალერგიულ გართულებებზე, აღნიშნული პრობლემის სიმპტომებზე, დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაგვიზიარა.

როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი ბავშვებში და როგორ დავიცვათ მისგან თავი – ნინო ხელაძის რეკომენდაციები

„როდის ითვლება ბავშვი ჭარბი წონის მქონედ, რა პრობლემებს, დაავადებებს იწვევს სიმსუქნე, რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტს, როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, პედიატრმა - ნინო ხელაძემ ისაუბრა.