გვანცა გადაბაძე

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

გვანცა გადაბაძე , გადა , მეგობრები ასე მეძახიან )))

აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…

ემოციური, სასიხარულო და სანერვიულო…

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ვარ ტელერადიოჟურნალისტი და ვმუშაობ ჩემი პროფესიით პირველ რიგში და  მეორეც, უბრალოდ მიყვარს რადიო.

რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?

ასე რთულია, გააჩნია განწყობას. თუმცა ავტომობილში კარგია Imagine Dragons – Natural, სიჩქარეს უხდება.  ამ ეტაპზე ეს და ალბათ ცოტა ხანში სხვას ამოვიჩემებ 🙂

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ტირილით არა მაგრამ სერილი “მხევლის წიგნი” ჩემთვის ყველაზე რთული საყურებელია და ვფიქრომ, რომ ერთ–ერთი ყველაზე მაგარი ნამუშევარია.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

მადლობა, რომ გვისმენთ.

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ეგეთი ბევრი მაქვს 🙂

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

……….

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ავასრულებინებდი, რომ მთელი ცხოვრება მეცეკვა.

ჩემი ოჯახის წევრები და  მეგობრები ყოველთვის ჩემთან იყვნენ.

და მქონდეს მილიარდი 🙂

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

ბრაზილიაში