LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ორჯონიკიძე

100
thumbnail-1024x591

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი

ხატია ორჯონიკიზე

აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…

ოო:) საპასუხისმგებლო! მოწადინებული და მაინც სასაცილო:)

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

რადიო წამყვანობისას, ავტომატურად იღებ პასუხისმგებლობას, იყო კარგ განწყობაზე ყველაფრის მიუხედავად და საბოლოოდ ხვდები, რომ შენი მოწოდებები და კეთილი სურვილები, მსმენელთან მიმართებაში, პიველ რიგში, შენსავე თავზე იღებს მატერიის სახეს და გავიწყებს ყველაფერს, ამ ჯადოსნობის მიღმა! (ეს უნდა გამოსცადოთ )

რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?

გემოვნება ცვალებადია, შესაბამისად ჩამონათვალიც იცვლება.. ამ ეტაპზე საუკეთესო მუხტი მოაქვს –

Miles Davis feat. Easy Mo Bee – fantasy
crystal waters-gypsy woman
foals-last night (solomun remix)
michael franks-antonio’s song
format:B feat. fran-Liquid(original mix)

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ბევრი ყოფილა ასეთი… თუმცა ფილმი, რომელიც ყველაზე პატარა ასაკში, ყველაზე მძაფრი ემოციით განვიცადე, იყო ქართული კინოშედევრი „ნატვრის ხე“

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

95.1 FM

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ალბათ ის, რომელმაც უხერხულობის შეგრძნება გამიჩინა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას…

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

არაპუნქტუალურობას! იმედიც დავკარგე უკვე…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

სანამ პირადად არ შევხვდები ოქროს თევზს, ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

მოდი ასე მოვიქცეთ: სად არ ვიმოგზაურებდი სიამოვნებით… ანტარქტიდაზე… ისიც იმიტომ, რომ სიცივეს ვერ ვიტან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები