LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ხილი თქვენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად – ექიმის რჩევა

75
5_Fruits_to_fight_common_cold-e1570478407875

არსებობს რამდენიმე მთავარი წესი, რომელიც ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია – დარწმუნდი რომ საკმარისად ისვენებ, მიირთმევ ჩაის, აკონტროლებ სტრესს… და მიირთმევ ხილს!

ხილი იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია. ამიტომ ცუდად გახდომაზე დარდის ნაცვლად დაამატეთ ეს 5 ხილი თქვენს რაციონს. იმუნური სისტემა ნამდვილად მადლობას გეტყვით.

1. ფორთოხალი
ფორთოხალი წელიწადის ყველა დროს ძალიან სასარგებლოა. ეს ხილი იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად აუცილებელი C ვიტამინითაა სავსე, თანაც ფორთოხლის ნებისმიერი სახეობა. C ვიტამინი ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, ამცირებს სტრესის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას.

2. გრეიფრუტი
ფორთოხლის მსგავსად გრეიფრუტიც C ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა. გარდა ამისა, ეს ხილი A ვიტამინსაც შეიცავს, რომელიც არამხოლოდ თქვენი იმუნიტეტისთვის, არამედ მხედველობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. გრეიფრუტი დაბალკალორიულია, შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და შიმშილის გრძნობასაც მშვენივრად ებრძვის.

3. მოცვი
დაბალ კალორიული და ძალიან გემრიელი მოცვი ბუნებრივი ანტიჰისტამინებითაა მდიდარი, რაც გაციების ყველა სიმპტომს ებრძვის. გარდა ამისა კენკრის ეს სახეობა ანტიოქსიდანტებითაცაა მდიდარი, რაც ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

4. ვაშლი
ვაშლი რომ ძალიან სასარგებლოა ეს ალბათ აქამდეც იცოდით, თუმცა მისი კანი რომ იმუნიტეტისთვის სასარგებლო ნივთიერებებითაა სავსე, ეს შესაძლოა გამოგრჩენოდათ. დღეში თითო ვაშლი თქვენს ცხოვრებაში ექიმის არსებობის აუცილებლობას ნამდვილად შეამცირებს.

5. მსხალი
იცოდით რომ მსხალი C ვიტამინის წყაროა? დიდი რაოდენობით ბოჭკოსა და კალიუმის გარდა, ეს ხილი ანთების საწინააღმდეგო ფლავონოიდებსაც შეიცავს, თანაც კანში, ასე რომ მსხალიც კანიანად უნდა მიირთვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები