LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

76
Screenshot 2022-08-04 144945

ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად რომ არაფერია, ამაზე ალბათ აღარავინ დაობს. ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, პანდემიამ თუ სხვადასხვა ვირუსებმა ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმუნურ სისტემაზე ზრუნვა. თქვენი ვალია იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს ყველა სირთულეს მარტივად გაუმკლავდეს.

ძილი
ჯანსაღი ძილი ადამიანის იმუნურ სისტემასთან პირდაპირ კავშირშია. ამას ადასტურებს ათობით კვლევა რომლის მიხედვითაც, ის ადამიანები ვინც დასვენებას დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლებს უთმობს, უფრო ადვილად ცივდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სწორი რეჟიმი აქვს.

ვარჯიში
ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. სულ ერთია სპორტის რომელ სახეობას აირჩევთ, იცურავებთ, ირბენთ თუ უბრალოდ ისეირნებთ – ორგანიზმს იმუნური უჯრედების გაძლიერებაში დაეხმარებით.

კვება
საჭირო რაოდენობის ხილ-ბოსტნეულის მირთმევა სხვადასხვა ვირუსებისგან ნამდვილად დაგიცავთ. ამიტომ რაციონის შედგენისას იმუნიტეტზეც უნდა იფიქროთ.

წყალი
იმუნიტეტის გასაძლიერებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანაც მარტივი გზა, რაც შეიძლება მეტი წყლის მიღებაა. წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობას უწყობს ხელს.

სტრესი
სტრესი იმუნურ სისტემას ანადგურებს, ამიტომ მოერიდეთ სიტუაციებს და ადამიანებს ვინც სტრესს გაყენებთ. ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები