LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საუკეთესო ადგილი სოლო მოგზაურებისთვის

131
image

რა უნდა იყოს მსოფლიოს მარტო მოვლაზე უკეთესი? მოგზაურობას ყველა ტრავმის, სტრესის და ცხოვრებისეული პრობლემის დავიწყება შეუძლია. სოლო მოგზაურობა სამყაროს ახალი ფერებით დანახვაში დაგეხმარებათ.

სპეციალისტებმა შეადგინეს სია, სადაც ყველა გემოვნების სოლო ტურისტი იპოვის საყვარელ დანიშნულებას. რეიტინგში მოხვდა ევროპული ქალაქები, ლამაზი კუნძულები და ბევრი სხვა ადგილი, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს.

1. ისლანდია
ბევრი მიზეზი არსებობს იმის, თუ რატომ არის სოლო მოგზაურობა უკეთესი და ისლანდია ამის ნათელი მაგალითია. ულამაზესი ლანდშაფტები, ბრძენი ხალხი, საინტერესო თემები სასაუბროდ და ბევრი დრო საფიქრელად – მოკლედ ამ ქვეყნის მონახულება ნამდვილად ღირს.

2. ავსტრალია

ავსტრალია ძალიან მასიური ქვეყანაა, ავსტრალიელები კი ცნობილები არიან როგორც ძალიან კომუნიკაბელური ხალხი. ასე რომ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია აღმოაჩინოთ და საინტერესო ნაცნობობებიც გაიჩინოთ.

3. რუანდა

აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა მარტივია. ამიტომ, განმარტოება თუ ბუნებასთან ახლოს გსურთ – ეს ლოკაცია ჩაინიშნეთ.

4. პორტუგალია
პორტუგალია რომ ერთობ ტურისტული დანიშნულებაა ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ლისაბონი ყველა მოგზაურის ოცნებაა, პორტო კი – დედამიწის ყველა კუთხიდან მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.

5. გვატემალა

გვატემალა სოლო მოგზაურებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულებაა. ქვეყანაში გადაადგილება ძალიან მარტივია და სასურველ აქტივობას ნებისმიერი ტურისტი იპოვის.

6. სლოვენია

პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი სლოვენია სოლო ტურისტებისთვის მიმზიდველი დანიშნულებაა. დედაქალი სავსეა საინტერესო ბარ-რესტორნებით, სადაც მეგობრული ხალხის გაცნობა და დროის საინტერესოდ გატარებაა შესაძლებელი.

7. ახალი ზელანდია

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის მონახულება და მოვლა ნებისმიერ ტურისტს ძალიან მშვიდად შეუძლია. სანახავი კი მართლაც ბევრია – ისტორია, კულტურა, გემრიელი სამზარეულო და ძალიან სასიამოვნო ხალხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები