LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა რა: ჯორდანზე მაგარი სამყაროს ვინ ყოლია

110
jorda

ინტერნეტ-გამოცემა Business Insider-მა გამოკითხვა ჩაატარა და ხალხს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის დასახელება თხოვა. უნდა ითქვას, რომ გამოკითხვა ამერიკელ გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ალბათ მართლაც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს მაიკლ ჯორდანს. „ჩიკაგოს“ ლეგენდას ხმების 66 პროცენტი აქვს.
მეორე ადგილი დაიკავა „ლეიკერსის“ მოქმედმა ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა – 10.4 პროცენტი.

გამოკითხვის სრული შედეგი ასეთია:

მაიკლ ჯორდანი – 66%
ლებრონ ჯეიმსი – 10.4%
ლარი ბერდი – 4.0%
უილტ ჩემბერლენი – 3.5%
შაკილ ო’ნილი – 2.7%
კობი ბრაიანტი – 2.3%
ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 2.1%
სტივენ კარი – 2.0%
ბილ რასელი – 0.9%
მეჯიქ ჯონსონი – 0.9%
სხვები – 5.1%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები