LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ს რეკორდული შემოსავალი აქვს – მოგება თითქმის ორჯერ გაიზარდა

112
bentley

კომპანია Bentley-მ 2022 წელს მოგება 82%-ით გაზარდა. გასული წელი ბევრი ავტომწარმოებლისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ლუქს ბრენდები რეკორდულ შედეგებს ერთი მეორეს მიყოლებით აჟღერებენ. მაგალითად, Bentley-მ უპრეცედენტო 708 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. შედარებისთვის ერთი წლით ადრე მოგება მხოლოდ 389 მილიონი იყო. ყველაზე პოპულარული მოდელია Bentayga, რომელზეც გაყიდვების 42% მოდის.

საინტერესოა, რომ პანდემიამდე წლებში Bentley-ს შედეგები შედარებით ცუდი იყო. მაგალითად, 2018 წელი კომპანიამ 288 მილიონი ევროთი დაასრულა. შემდეგ წელს ხელმძღვანელობამ სწორი ნაბიჯები გადადგა, ბიზნესი გადაახალისა, ახალი მოდელები და ფუნქციები დაამატა.

გარდა კომპანიაში მომხდარი ცვლილებებისა, მოგების ზრდაზე იმოქმედა მომხმარებლის ქცევის ცვლილებამაც. კლიენტები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან ინდივიდუალური ოფციებით, რამაც ლიმიტირებული ვერსიებისა და ექსკლუზივების გაყიდვები 20,9%-ით გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები