LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი – რჩევები ბერლინში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

248

ბერლინის ყველა ღირსშესანიშნაობისა და გასართობის ჩამოთვლა ძალიან ძნელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ცოცხალი და მყუდრო ქალაქია. ახალგაზრდობა დახეტიალობს ადგილობრივ კლუბებში. შედარებით უფროსები ბერლინში შოპინგს აფასებენ – ყველგან ცნობილია იქაური სავაჭრო ცენტრები.

სექსუალური უმცირესობები კი საერთოდ აღფრთოვანებულები არიან გერმანიის დედაქალაქით. პერიოდულად სასიყვარულო აღლუმებს აწყობენ და თავს ისე გრძობენ, როგორც საკუთარ სახლში. და რა თქმა უნდა, ხელოვნების მოყვარულებს ბერლინის მუზეუმებისა და გალერეების საქებარი კოლექციები ელოდებათ.

 

რაიონები

ბერლინში 12 ოლქია – მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც თავს იწონებენ საკუთარი მთავრობით და ბურგომისტრითაც კი. ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, ბერლინი არა მარტო ცენტრით, არამედ მთლიანად საინტერესოა. ეს ალბათ გასაკვირი არც არის: მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისა და კედლის მიერ ორად გაყოფილი ქვეყნის პირობებში ღირსშესანიშნაობები და საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურა ბუნებრივად მთელ რიგ რაიონებზე განვითარდა.

მიტე – ქალაქის გულია, სწორედ აქ ჩაეყარა მე-12 საუკენეში საფუძველი თანამედროვე ბერლინს. მდინარე შპრეე მას ორ ნაწილად ყოფს და აქ ყველაზე მეტი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი.

 

ბერლინის ტრანსპორტი

ბერლინის ტრანსპორტი მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროს, ავტობუსებს, ტრამვაისა და სამდინარო ბორანს მოიცავს. გამოიყენება ერთი და იგივე სამგზავრო ბილეთები: Kurzstrecke – 1,30 ევრო, ის ყველაზე იაფია და მოქმდებს მეტროს სამ ან ავტობუს-ტრამვაის 6 გაჩერებაზე; Einzelfahrausweis (2,80 ევრო) – ნებისმიერი ტრანსპორტით ისარგებლებთ 2 საათის განმავლობაში; Single-Tageskarte (7 ევრო) – ერთი დღის სამგზავრო, Partner-Tageskarte (16,90 ევრო) – მთელი დღე 5-კაციან ჯგუფზე; 7-Tage-Karte (29,50 ევრო) – ერთი კვირა, Monatskarte Standard (72,50 ევრო) – ერთი თვე.
ბილეთი მგზავრობის ბოლომდე არ უნდა გადააგდოთ.

შაბათ-კვირას მიწისქვეშა მეტროს ორი ხაზი და მიწისზედას რამდენიმე ხაზი მთელი დღე-ღამე მუშაობს, ღამით სპეციალური ავტობუსებიც დადიან, რომელთაც ნომრის წინ ასო N აწერიათ.

ბერლინის ნიშაა ბორანი, 6 მარშრუტი ერთიან სატრანსპორტო ქსელშია ჩართული. ანუ ცალკე ბილეთის ყიდვა საჭირო არ არის, საერთო მოქმედებს.

ძირითადი ღირსშესანინაობები შეიძლება ტურისტული ავტობუსიდან დაათვალიეროთ. ბილეთი 18-25 ევრო ღირს და მთელი დღე მოქმედებს. შეგიძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ და მერე სადაც გინდათ იქ ახვიდეთ (იმავე კომპანიის ავტობუსზე). ქალაქში ასეთი მომსახურების მქონე უამრავი კომპანიაა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ZilleExpress.

Berlin WelcomeCard

Welcome Card – ეს ბარათია მათთვის, ვინც ბერლინში 1-2 დღით ჩადის: დაკომპოსტირების მომენტიდან 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით სარგებლობა ბერლინსა და პოტსდამში, მუზეუმების მონახულება, თბომავლით სეირნობა, თეატრსა და გამოფენებზე წასვლა 50%-იანი ფასდაკლებით. ეს 22 ევრო დაგიჯდებათ. 72-საათიანი ბარათი – 30 ევრო ღირს. მხოლოდ ბერლინში თუ ისარგებლებთ, მაშინ შესაბამისად 20 ევრო და 28 ევრო დაგიჯდებათ.

 

შოპინგი

ბერლინი მოდური ტიპებისთვის იდეალური ადგილია. ერთ ქუჩაზე 15-მდე შოუ-რუმია, და რაც მთავარია მისაღები ფასებია. მაღაზიები უფრო ფრიდრისხაინისა და კროიცბერგის რაიონებში უნდა ეძებოთ. უნიკალურ სუვენირებს ტირგარტენის „მეორადებში“ იყიდით. ეს ანტიკვარიატის, უძველესი მაკულატურის და ათასი წვრილმანის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილესად მიიჩნევა. ტყავის ფეხსაცმელი სადგურ HackescherMarkt-ის რაიონში უნდა ნახოთ. აქ უამრავი მაღაზიაა ყველაზე უჩვეულო მოდელებით, უმეტესობა ხელითაა შეკერილი, ყველა ფერის ტყავს იპოვით.

ბრენდული შოპინგისთვის სჯობს გიგანტურ სავაჭრო ცენტრში გაემართოთ. ყველაზე-ყველაზეა KaDeWe, რომელიც ვის არ სმენია. „დასავლეთის სავაჭრო სახლი“ (სწორედ ასე იშიფრება ეს აბრევიატურა) დიდი ხანია ბერლინის სიმბოლო გახდა, სადაც „თვალის დასასველებლად“ მაინც ღირს მისვლა. შოპოჰოლიკები უმჯობესია ბერლინში ზაფხულისა და ზამთრის ფასდაკლებების პერიოდში წავიდნენ.

 

რა გავსინჯოთ

გერმანული სამზარეულო – საფუძვლიანი, მსუყე და ხარისხიანია. ბერლინელებსაც უყვართ ნოყიერად მირთმევა. აქ პოპულარულია ძეხვეული, შებოლილი ლორი, შპროტი, წვნიანები. მაგალითად, ზამთარში ღირს გასინჯოთ წვნიანი აინტოპფი. მეორე კერძად ნატურალური ხორცი: შნიცელი, კოტლეტი, ბიფშტექსი, ფილე. გარნირად კი ტრადიციული მოთუშული კომბოსტო.

ლუდი – განსაკუთრებული თემაა. სახელგანთქმული გერმანული სორტების გარდა, შეხვდებათ ყველანაირი ლიმონათი, მაგრამ ხორბლის ქარვასავით სასმელი – გერმანიისთვის ყველაფერია.

 

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები