LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელ მძღოლებს სწორად პარკინგს სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ასწავლიან

138
auto_news

ჩინელებს ავტომობილებზე გარკვეულ მოწყობილობებს უმაგრებენ, რათა პარკინგი ასწავლონ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებზე რაღაც მრგვალ მოწყობილობებს ამაგრებენ და ამ გზით კანონდამრღვევებს წესების დაცვას აიძულებენ. ეს წებოვანი მოწყობილობა, ავტომობილის კარზე მაგრდება და ჯარიმის გამოწერის მომენტიდან ორგანოებს მანქანის გაკონტროლებაში ეხმარება. მძღოლს კი მოუწევს, რომ ასეთი „ნიშნით“ იაროს, სანამ ჯარიმას არ გადაიხდის.

როგორც სოც-ქსელებში წერენ, მოწყობილობის შიგნით განთავსებულია ტაიმერი და GPS გადამცემი. პირველი ჯარიმის გამოწერის წუთიდან დღეებს ითვლის და ჯარიმის თანხაც ყოველდღიურად იზრდება. GPS კი მთავრობას კანონდამრღვევის ავტომობილის გადაადგილების ტრაექტორიის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები