LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის მაცხოვრებლებს ერთი თვით ალკოჰოლზე უარის თქმა შესთავაზეს

127
thumb_1024x663_boozing-11zon

დანიური ქალაქის ორჰუსის მერიამ თავის მაცხოვრებლებს მთელი თვის განმავლობაში ალკოჰოლზე უარის თქმა შესთავაზა. ამ გზით ხელისუფლება მხარს უჭერს იმ ადამიანებს, ვინც ახალი წლის ღამეს საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ სპირტიანი სასმელების მოხმარებას შეამცირებდა. საინტერესო ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

მერიის აზრით, ალკოჰოლზე უარის თქმა იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ საჯარო ღონისძიებებზე ვინმე თავს მარტოსულად გრძნობდეს. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა ბევრ ადგილობრივ ბართან თუ რესტორანთან უალკოჰოლო მენიუს შედგენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ქალაქის სოც-ქსელებში თანამოაზრეთა ჯგუფებიც გაჩნდა, სადაც ადამიანები ალკოჰოლზე უარის თქმასთან დაკავშირებით ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს უზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ „მშრალი თვის“ აქცია ორჰუსში წელს მესამედ ტარდება.

მსგავსი პროექტები ევროპის სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება, მაგალითად ჩეხეთში უკვე 10 წელია რაც „მშრალ თებერვალს“ აღნიშნავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები