პრემიერლიგის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში „ლივერპულის“ არცერთი მოთამაშე არ არის, ყველაზე მეტს დე ხეა იღებს.

საიტმა Spotrac.com-მა გამოაქვეყნა ინგლისის პირველობის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სია.

ყველაზე მდიდარია „მანჩესტერის“ მეკარე, რომელიც 19.5 მლნ ფუნტს (დაახლოებით 23 მლნ ევრო) შოულობს წლიურად.

რეიტინგში შემდეგ მოდიან „სიტის“ ბელგიელი კევინ დე ბრუინი (19.8 მლნ ევრო), ჩილელი ალექსის სანჩესი, რომელიც „მანჩესტერს“ ეკუთვნის და „ინტერშია“ იჯარით (19.4 მლნ), ფრანგი ანტონი მარსიალი („მანჩესტერი“ – 15.4 მლნ) და კიდევ ერთი ფრანგი პოლ პოგბა („მანჩესტერი“ – 17.8 მლნ).

ათეულში ასევე მოხვდნენ რაჰიმ სტერლინგი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ჰარი მაგუაირი („მანჩესტერი“), მესუთ იოზილი („არსენალი“) და კეპა არისაბალაგა („ჩელსი“).

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05