მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:57-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.
გამოიჩინეთ სიფრთხილე დოკუმენტების შევსებისას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების და არასასიამოვნო სიურპრიზების ალბათობა.
კარგი დღეა ძველი ნივთებისგან, უსარგებლო ადამიანებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ინვესტირებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება, ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შეძენა და ჩაცმა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ექოსკოპიისა და სხივური თერაპიისგან. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ალერგიულ პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.