ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ ბრუნდება. ის თანახმაა შჩესნის დუბლიორი იყოს.

„ანდერლეხტმა“ ვინსენ კომპანი მოთამაშე-მწვრთნელად წარადგინა.

„ტოტენჰემი“ „ლიონს“ ნდომბელეში 62 მლნ ევროს თავაზობს და პლუს ბონუსები.

„ბარსელონამ“ ანდრე გომეში „ევერტონს“ მიყიდა 25 მლნ ევროდ.

„მონაკო“ დაინტერესებულია „ინტერის“ პორტუგალიელი ნახევარმცველით ჟოაო მარიოთი.

„მილანმა“ „ლიონს“ მიმართა ფეკირის ტრანსფერთან დაკავშირებით.

„მონაკოს“ სურს ფაბრეგასი მოიშოროს ესპანელის მაღალი ხელფასის გამო.

ბალაკი შესაძლოა ლემპარდის სამწვრთნელო შტაბში შევიდეს „ჩელსიში“.

„შანხაი შენხუა“ ელ შაარავის წლიურ 16 მილიონ ევროს თავაზობს ხელფასად.

ბუნდესლიგაში ტვინის ტრავმების სავალდებულო შემოწმებას შემოიღებენ.

„რომამ“ უარი უთხრა „იუვენტუსს“ ძანიოლოს 35 მილიონად მიყიდვაზე.

„ბენფიკას“ სურს კეილორ ნავასი თავისუფალ აგენტად აიყვანოს.

ოსკარ ტაბარესმა 200 მატჩი ჩაატარა ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე – ეს რეკორდია მწვრთნელებისთვის.

Diario Sport: ნეიმარმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეათანხმა. მან წინადადება განხილვის გარეშე მიიღო.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები