LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანმა გოგოს აკოცა, ეკრანზე საკუთარი თავი დაინახა და გოგო აღარ შეიმჩნია (ვიდეო)

1734
2757548-56972970-2560-1440

ერთ ეკვადორელ გულშემატკივარს პრობლემები აქვს.

ადგილობრივი „ბარსელონა“ შაბათს „დელფინს“ ეთამაშა, ტრიბუნაზე კი სახალისო ეპიზოდი მოხდა. ერთ-ერთმა ფანმა გვერდზე მყოფ გოგონას ხელი მოხვია და ტუჩებში აკოცა, მაგრამ როდესაც თავი ასწია, აღმოაჩინა, რომ ტელეკამერა მათზე იყო მიმართული. ბიჭმა უცებ მოაშორა ხელი, სახეზე დამნაშავის იერი გამოესახა და ტელეფონში ჩარგო თავი. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.

სამხრეთამერიკული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ბიჭის რეაგირება ასეთი იმიტომ იყო, რომ კამერამ მისი ღალატი დააფიქსირა.

რა შუაშია, მაგრამ ეკვადორის „ბარსელონა“ ადგილობრივ ჩემპიონატში მოგებების მხრივ რეკორდსმენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები