LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში მიტოვებული სახლებისთვის “გაცნობის აპლიკაცია“ აამუშავეს

120
thumb_1024x663_talo-maalta-11zon

ფინეთში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ცარიელი სახლების მეპატრონეებს და მოიჯარეებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

ახალი აპლიკაცია ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს პოპულარულ tinder-ს. იმ ადამიანებს, ვინც სოფლებში გადასვლით არიან დაინტერესებული ანკეტის განთავსება შეუძლიათ, ამ ანკეტაში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს ახსნილი, თუ როგორ ადგილს ეძებს მოიჯარე და როგორ აპირებს მის ექსპლუატაციას. თავის მხრივ მეპატრონეები თავისი სახლების პროფილებს აქვეყნებენ.

გულზე თითის დაჭერით, პოტენციური მოიჯარე თავის არჩევანს დააფიქსირებს, სახლის მეპატრონე კი შემოთავაზების განხილვას შეძლებს. მათ შორი კონტაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი სიმპათია ორმხრივი იქნება.

სახლის დაქირავება არა მხოლოდ ფულის სანაცვლოდ, არამედ არე-მარეზე ზრუნვის პირობითაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ზაფხულობით ეს შეიძლება იყოს გაზონის მოწესრიგება, ფოთლების შეგროვება, ზამთარში – თოვლის აღება და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები