ქსელში უჩვეულო პროექტის ფოტო გავრცელდა. ნამუშევარი ეკუთვნის ტაილანდურ ატელიე PS Modify-ს, რომელიც ბიუჯეტური ავტომობილების სუპერქარების რეპლიკებად გადაქცევითაა დაკავებული.
ინჟინერთა მორიგი ქმნილება „ელვა მაქქუინის“ ასლი გახდა. სერიოზული მოდიფიკაციის ბაზად 90-იანი წლების Toyta Cecila გამოიყენეს.
მოდიფიკაციის პროცესში ტუნერებმა პრაქტიკულად ძარის ყველა პანელი შეცვალეს, ავტომობილი უფრო გააფართოვეს, დაუმონტაჟეს ახალი ბამპერი, ფუნქციური ოპტიკა და მასიური ანიმაციური დეტალები დაუმატეს.