LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-მ განსაკუთრებული სპორტქარების ხაზი წარადგინა – მოდელები კვირის დღეებს განასახიერებენ

119
porsche

კომპანია Porsche-მ 911-ის სერია Carrera GTS გამოუშვა. საქმე ისაა, რომ 2023 წელს ფირმა ტაილანდის ბაზარზე გამოჩენიდან 30 წლის თავს აღნიშნავს და ექსკლუზიური ხაზიც სწორედ ტაილანდელებისთვის დამზადდა. ავტომობილების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახდა განსაკუთრებული გაფორმება, რაც ტაილანდურ კულტურას უკავშირდება და კვირის თითოეულ დღეს თავის ფერს ანიჭებს. Porsche-ს სპეციალისტებმაც 7 განსხვავებული ფერი შეარჩიეს.

ტაილანდური ტრადიციით ორშაბათი ყვითელია, სამშაბათი – ვარდისფერი, ოთხშაბათი – მწვანე, ხუთშაბათი – ნარინჯისფერი, პარასკევი – ცისფერი, შაბათი – იასამნისფერი, კვირა – წითელი.

მოდელებმა სპეციალური ემბლემები 30 Years of Porsche Thailand Edition მიიღეს. სალონი შავი ტყავით გაფორმდა, სავარძლებზე ვერცხლისფერი დეტალები და სპეც-ვერსიის აღმნიშვნელი ლოგოტიპები განთავსდა. დეკორატიული პანელი სპორტქარის ძარის ფერში შეირჩა, ტექნიკურად კი სპორტქარებს სტანდარტული Porsche 911 Carrera GTS-ის მახასიათებლები ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები