LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა Ferrari-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და გამოსასყიდს ითხოვენ

113
ferrari

ჰაკერებმა Ferrari-ს კლიენტთა პერსონალური მონაცემები მოიპოვეს და გამოსასყიდს ითხოვენ. ამის შესახებ ცნობილი იმ ოფიციალური წერილიდან გახდა, რომელიც კომპანიამ თავის კლიენტებს დაუგზავნა. ამავე წერილში კომპანიამ დააზუსტა, რომ ჰაკერები ინფორმაციის გასაჯაროებით იმუქრებიან და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ. გამოსასყიდის თანხას Ferrari არ აზუსტებს, თუმცა კიბერ-თავდასხმისთვის დამნაშავეებს ფულს რომ არ გადაუხდის, ზუსტად იცის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ჰაკერებმა კლიენტების სახელები და მისამართები მოიპოვეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საბანკო მონაცემების და შეკვეთილი ავტომობილების შესახებ დეტალურ ინფორმაციამდე მისვლა მათ საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს.

ბრენდი აზუსტებს, რომ ჰაკერებთან შეთანხმებას აზრი არ აქვს, რამეთუ არანაირი გარანტია არ არსებობს. ბოროტმოქმედებს მოპარული მონაცემების გამოყენება სასურველი თანხების მიღების შემდეგაც შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები