LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებმა ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი შექმნეს – დესერტს მეორედი ავტომობილის ფასი აქვს

141
43656356

იაპონურმა ბრენდმა Cellato-მ დაამზადა ნაყინი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. გინესის წიგნის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ნაყინი მსოფლიოში უძვირესია და 7 ათას დოლარამდე ღირს.

გამაგრილებელი დესერტის ამხელა ფასი მის ინგრედიენტებს უკავშირდება. ნაყინი საკვები ოქროს, თეთრის ტრიუფელის და სხვა ძვირადღირებული პროდუქტისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, თეთრი ტრიუფელი იტალიის ერთ-ერთ რეგიონში იზრდება და კილოგრამის ფასი 15 ათას დოლარზე მეტია.

ყველაზე ძვირადღირებული ნაყინის შესაქმნელად მზარეულები 1,5 წელი მუშაობდნენ და შედეგად მდიდარი გემო და საინტერესო ტექსტურა მიიღეს.

სამწუხაროდ, გინესის წიგნის წარმომადგენლებმა დესერტის დაგემოვნება ვერ შეძლეს და გემოვნური თვისებების შესახებ მისი შემქმნელებისგან გაიგეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები