2013 წელს „იუვენტუსმა“ ტურინის მუნიციპალიტეტს 11.7 მლნ ევრო გადაუხადა. კლუბმა 99 წლიანი იჯარით აიღო 17.6 ჰექტარი მიწა სტადიონის სიახლოვეს. 2019-ში „იუვენტუსმა“ დაასრულა პროექტი J Village – ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეა საწვრთნელი ცენტრი, საკლუბო ოფისი, სამედიცინო ცენტრი, სასტუმრო, მედია ცენტრი, საბავშვო სკოლა და ა.შ. ბოლოს გაიხსნა 4-ვარსკვლავიანი J Hotel.

სასტუმროში გაჩერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს იტალიაში პირველი სასტუმროა, რომელიც საფეხბურთო კლუბს ეკუთვნის.

რა არის შიგნით?

ურბანული სტილი, მაღალის ხარისხის ავეჯი და უკანასკნელი ტექნოლოგიები. ნომრებში ექსკლუზიური მომსახურებაა. J Hotel-ში 138 ნომერია (32 კლუბისთვის), რომლებიც ოთხ კატეგორიად იყოფა.

სტუმრებისთვის მუშაობს ლაუნჯ-ბარი და რესტორანი Taola (პიამონტურ დიალექტზე „მაგიდას“ ნიშნავს და 80 ადგილია).

სასტუმრო ასევე ფუნქციონირებს როგორც ბიზნეს ცენტრი. ტერიტორიაზეა რვა მიტინგ-რუმი. სახელწოდებები არ გაინტერესებთ: „შავ-თეთრი“, „შავი“, „თეთრი“, „გუნდი“, „თავდამსხმელები“, „ნახევარმცველები“, „მცველები“, „მეკარეები“.

რა ღირს? რას ამბობენ მომხმარებლები?

Booking.com-ზე ყველაზე იაფიანი ნომერი (ორადგილიანი სტანდარტული) 117 ევრო ღირს. ორადგილიანი დიდი ზომის საწოლით 136 ევროა, წარმომადგენლობითი ნომერი – 190 ევრო. ოჯახური ლუქსი 272 ევრო ჯდება.

სასტუმროს Booking-ზე მაღალი შეფასებები აქვს. პერსონალი – 9, სისუფთავე – 9.3, კომფორტი – 9.1, მდებარეობა – 8.9. აი ფასისა და ხარისხის შეფარდება კი მხოლოდ 7.4-ია.

მთავარი პრეტენზია მაღალი ფასებია, მით უმეტეს, რომ მატჩების დღეს ფასები მკვეთრად იზრდება.

ცხოვრობენ თუ არა აქ ფეხბურთელები?

„აქ „ნაპოლისთან“ მატჩამდე შვილთან ერთად გავჩერდით. ის სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო, როდესაც ჰოლში ბუფონი, ბონუჩი და ალექს სანდრო ნახა. ყველას გირჩევთ აქ გაჩერდეთ“, – Booking-ზე უწერია ერთ-ერთ მომხმარებელს.

აქ გაჩერებულან ახალწვეულები – აარონ რემსი, ადრიან რაბიო, მერიხ დემირალი და მაურიციო სარი, სანამ ქალაქში ახალ საცხოვრებელს მონახავდნენ. ისინი უკვე გადავიდნენ, მაგრამ აქ დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

 

მსგავსი თემები