LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Hyundai-მ მოიგონა „ჭკვიანი“ სახურავი, რომელიც სალონში ჩრდილს ანაწილებს

162
hyundai

კომპანია Hyundai-მ მოიგონა „ჭკვიანი“ სახურავი, რომელიც სალონში ჩრდილს ანაწილებს. დოკუმენტების მიხედვით, მინის სახურავი ჩრდილს ისე მართავს როგორც მგზავრებს მოესურვებათ. ანუ მას შეუძლია რომ შუქსა და ჩრდილს შორის იდეალური ბალანსი დაიცვას და გარე განათებასთან ერთად ტანდემში იმუშაოს.

სისტემა სალონში დამონტაჟებულ კამერებსა და გადამცემებს იყენებს. კამერები მგზავრების მდებარეობას აკონტროლებენ, გადამცემები – შუქის ინტენსივობას სალონის სხვადასხვა ნაწილში. გათვალისწინებულია გარე გადამცემებიც: ისინი გარედან მომავალი შუქის ინტენსივობას აკონტროლებენ და ავტომობილთან მიმართებაში სხივების მიმართულებას ცვლიან.

მოკლედ მძღოლს შეუძლია, რომ ავტომობილის განათება სურვილის მიხედვით დაარეგულიროს. დღის განმავლობაში განათების მთავარი წყარო მზე იქნება და თუკი ინტენსივობა სასურველზე დაბლა დაიწევს, სისტემა მას სალონის განათებით შეავსებს. მეორე მხრივ თუკი გადამცემები დააფიქსირებენ, რომ სალონი ზედმეტად განათდება, სახურავის დახმარებით ეს პრობლემაც მარტივად მოგვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები