LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაშ-ტესტებისთვის განკუთვნილი მანეკენები გენდერ-ნეიტრალური აღარ იქნებიან

112
crash

კრაშ-ტესტებისთვის განკუთვნილი მანეკენები ამიერიდან სხვადასხვა სქესისა და ასაკის იქნება. საქმე ისაა, რომ არსებული „თოჯინები“, რომელსაც ავტომობილთა უსაფრთხოების გამოცდისას იყენებენ, ძირითადად ორი სახეობისაა – ზრდასრული და ბავშვი, თანაც ორივე ნეიტრალური გენდერის. აშშ-ში გადაწყვიტეს, რომ მანეკენები გაამრავალფეროვნონ, რათა უკეთ შეძლონ თუნდაც ქალების თუ ასაკოვანი ადამიანების უსაფრთხოების შეფასება. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ ავტო საგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში სწორედ ეს ორი კატეგორია ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება აშშ-ში პირველად არ გაჟღერებულა. ჯერ კიდევ 6 წლის წინ მიჩიგანის უნივერსიტეტში საუბრობდნენ იმაზე, რომ არსებული მანეკენები თანამედროვე ამერიკელის ნიშან-თვისებებს ვერ გამოხატავდა. ექსპერტებმა მაშინ 122 კილოგრამიანი „თოჯინა“ შექმნეს, რომელიც სტანდარტულ ასლზე 50 კილოგრამით მეტი იყო და 70 წლის წლის, ზედმეტი წონის მქონე ქალბატონის იმიტაციას ქმნიდა. თუმცა, მაშინ სიახლე მასობრივად ვერ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები