LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყურებლის გარეშე თამაში პრობლემის მოგვარება არ არის – ლევან კობიაშვილმა უეფას წერილი მისწერა

213
82947280-2803659036362448-2830292772714446848-o

26 მარტს საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. თბილისში ბელარუსს ვუმასპინძლებთ და მოგების შემთხვევაში ერთ ნაბიჯში მივუახლოვდებით ნანატრ ოცნებას – ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, ევროპის ბევრ ქვეყანაში მატჩები უმაყურებლოდ ტარდება, ნაწილი თამაშების საერთოდ გადაიდო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა და ვარაუდი, თუ რა ბედი ელის 26 მარტის (და მერე ალბათ 31 მარტის) მატჩს. უეფასგან ჯერჯერობით არანაირი მითითება არ მოსულა. პრინციპში დრო კიდევ რჩება და ალბათ ვითარებას დააკვირდებიან. იმედი ვიქონიოთ, მანამდე ვირუსის გავრცელება ჩაცხრება და გულშემატკივარი შეძლებს სტადიონზე მისვლას.

მანამდე კი საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რომელმაც სოცქსელის მეშვეობით უეფას საჯარო წერილი მისწერა:

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.
მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები