ფლოიდ მეიუეზერი „ფორბსის“ სიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც დეკადის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს გულისხმობს.
მოკრივეს პირველ სამეულში გვერდი დაუმშვენეს ფეხბურთელებმა – კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ.
ათეული ასე გამოიყურება (თანხა მილიონ დოლარებშია მოცემული).
1. ფლოიდ მეიუეზერი (კრივი) – 915
2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 800
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 750
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 680
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 640
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 615
7. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 480
8. მენი პაკიაო (კრივი) – 435
9. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 425
10. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 400
„ფორბსის“ ყოველწლიური რეიტინგი ითვალისწინებს ხელფასს, საპრიზო თანხებს, ბონუსებს, სასპონსორო გარიგებებს და პირადი ბრენდებიდან შემოსავლებს.
სერენა უილიამსი ერთადერთი ქალია ტოპ 40-ში. მისმა შემოსავალმა 10 წელიწადში 215 მილიონი დოლარი შეადგინა.