LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ამზადებს Tesla-ს კონკურენტს, რომლის სვლის მარაგიც 640 კილომეტრი იქნება

114
mercedess-benz

კომპანია Mercedes-Benz-მა მოდელია CLA-ის ელექტრონული შთამომავალი დააანონსა. „უმცროსი“ ელექტროსედანის პრემიერა შემოდგომისთვის, მიუნხენის გამოფენაზეა დაგეგმილი, 2024 წლის განმავლობაში კი მოდელი ბაზარზე გამოვა. სიახლე გაიყიდება აშშ-შიც, სადაც მისი მთავარი კონკურენტი Tesla Model 3 იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ელემენტიანი CLA ერთი დამუხტვით 640 კილომეტრის გავლას შეძლებს, ანუ მთავარ კონკურენტს ამ მონაცემებით აუცილებლად აჯობებს.

მომავლის ელექტროსედანს უკეთესი აეროდინამიკაც ექნება. სალონში ფიზიკური ღილაკების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება და ყველაფერი სენსორული იქნება.

აღსანიშნავია, რომ მარტში ელექტრონული CLA სკანდინავიაში ტესტირების დროს დააფიქსირეს – იქ ელექტრომობილს უარყოფითი ტემპერატურის პირობებში ცდიდნენ.

მოდელის სხვა ტექნიკური დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები