ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში „ლივერპულის“ 6 მოთამაშე შეიყვანა, სამი „აიაქსელი“ ჩასვა და ამათ მესი და ერიქსენი დაამატა.

ლიგის სიმბოლურის საკუთარი ვერსია მოურინიომ RT-თან ინტერვიუში ჩამოთვალა.

მეკარე: ალისონი (ლივერპული).

მცველები: ენდი რობერტსონი, ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი ვირხილ ვან დეიკი (ყველა ლივერპული), მატეის დე ლიგტი (აიაქსი).

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი, დონი ვან დე ბეკი (აიაქსი), კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი).

თავდამსხმელები: მო სალაჰი, სადიო მანე (ყველა ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა).

 

პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტებიც ჩამოთვალა.

“ამ წუთისთვის გამოვყოფდი ვან დეიკს, სალაჰს, მანეს, რონალდოს და მესის.
თუმცა მგონია, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ერთა ლიგის, აფრიკის თასის და კოპა ამერიკის შედეგები”.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები