LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანა უცხოელი ტურისტების გაიხსნება

45
7TEO3ERTQ5JFBD4HXBNKGFCTAI

კანადის ხელისუფლება გეგმავს, რომ სექტემბრის ბოლოდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა გააუქმოს და საზღვრები არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას Globe and mail ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 30 სექტემბრიდან იგეგმება და საზღვრები ყველა მსურველისთვის იხსნება. გარდა სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გაუქმებისა, მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაში შემოსულებს აეროპორტში covid-19-ის ტესტირების გავლაც აღარ მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ კანადის კოვიდ-პოლიტიკის ცვლილებას მინისტრთა კაბინეტის მხრიდან საბოლოო თანხმობა სჭირდება. თუმცა, ხელისუფლებას ცვლილებებისკენ საავიაციო და ტურისტული სექტორები მოუწოდებენ, რამეთუ არსებული რეგულაციები ბევრ ტურისტს აფრთხობს და სხვა ქვეყნების აქტუალურ რიტორიკას არ ემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები