LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგის ისტორიაში ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი გამოავლინეს

101
Screenshot 2021-02-04 135918

BBC-მ საკუთარ საიტზე გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო იანვრის ტრანსფერი გამოავლინა.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ბრუნო ფერნანდეში, ნემანია ვიდიჩი, პატრი ევრა (ყველა „მანჩესტერი“), ლუის სუარესი, ვირხილ ვან დეიკი, ფილიპე კოუტინიო (ყველა „ლივერპული“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („არსენალი“) და სხვა მოთამაშეები.

გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელმაც ხმების 31% მიიღო.

გასული წლის ზამთარში „იუნაიტედმა“ პორტუგალიელი დაახლოებით 47 მილიონ ფუნტად ლისაბონის “სპორტინგიდან“ წაიყვანა.

მეორე ადგილზე გავიდა ვან დეიკი (26%), შემდეგ მოდიან ვიდიჩი (15%) და სუარესი (13%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები