LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი შესაფერისი მამაკაცის ლოდინით დაიღალა და თაფლობის თვის გასატარებლად მარტო წავიდა

128
3254

37 წლის მარტოხელა ბლოგერი ბრიტანი ელინი მეორე ნახევრის ლოდინით დაიღალა და საქორწინო მოგზაურობაში მარტო წავიდა. ამერიკელი ქალის ისტორიას New York Post ავრცელებს.

როგორც ბრიტანი ყვება, ოჯახსა და დიასახლისობაზე 20 წლის ასაკიდან ოცნებობდა. მას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ურთიერთობაც, რომელიც 5 წელი გაგრძელდა და გოგონა უკვე დაოჯახებაზე ფიქრობდა. „თუმცა, როცა 25 წლის გავხდი დავშორდით და მე სულ სხვა მიმართულებით დავიწყე განვითარება“, – აზუსტებს ის.

ელინი წლების განმავლობაში ელოდა, რომ მის ცხოვრებაში სიყვარული გაჩნდებოდა, რათა რჩეულთან ერთად განსაკუთრებული მომენტები გაეზიარებინა. თუმცა, 37 წლის ასაკში ქალი მიხვდა, რომ მეტი ლოდინი აღარ სურს და საკუთარ თავს თაფლობის თვე მოუწყო. „ძალიან ბევრი ადგილია, რომელთა მონახულებაც მინდოდა, თუმცა იდეალურ პარტნიორს ველოდი. მინდოდა საფრანგეთის სამხრეთში წასვლა, ასევე ვენეციისა და საფარის დალაშქვრა. ახლა როცა 30-ს გადავაბიჯე, ვფიქრობ..და ვის ველოდები? ან რატომ ველოდები?“ – აღიარებს ქალი.

ბრიტანიმ მოგზაურობა დაიწყო და მისი გადაწყვეტილება ბევრი ქალისთვის გახდა სამაგალითო. უფრო მეტიც, ის სერიოზულად ფიქრობს დედობაზე და უახლოეს მომავალში ხელოვნურ განაყოფიერებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები