LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავაკეთოთ რომ არ გავცივდეთ? მარტივი წესები

236
volga (1)

მართალია ოფიციალურად ზამთრის მიწურულია, თუმცა ვირუსები ამ დროს ხშირია. ამ პერიოდში მარტივია გაციება. რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ რესპირატორული დაავადებების რისკი საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.

ყველაზე ხშირი მიზეზი – გადამეტცივება. არ უგულებელყოთ თბილი ტანსაცმელი (ქუდი, შარფი, ხელთათმანი) თუნდაც არც თუ ცივ ამინდში.

უარი თქვით ვიწრო ფეხსაცმელზე – არასაკმარისი სისხლის მიმოქცევის გამო ფეხები მალე ცივდება.

სიცივის დროს ცხვირით უნდა ისუნთქოთ.

მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შენარჩუნება. როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, იოლია გაციება. აუცილებელია სწორი კვება და მოწესრიგებული ძილი.

დიეტოლოგები ურჩევენ მიიღოთ თბილი ან ცხელი სასმელები.

რეკომენდირებულია კომპოტების გამოყენება შაქრის მინიმალური შემცველობით.

არ უნდა დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვაც. სტატისტიით სპორტით დაკავებული ადამიანები უფრო იშვითად ავადმყოფობენ.

უნდა გაანიავოთ შენობა და დაიცვათ ტემპერატურული რეჟიმი.

ხშირად მიიღეთ შხაპი (კარგია აბანო და საუნა). გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა ვირუსებისგან იცავს.

არ უნდა დაივიწყოთ ვიტამინების შესახებ. ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება D ვიტამინი, ასევე C ჯგუფის ვიტამინები, ომეგა, მაგნიუმი, კალციუმი, იოდი. თუმცა მიღებამდე ჯობს კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები