LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტური მოგზაურობა?

163
Capture

მოგზაურობა როგორც წესი, იაფი სიამოვნება არ არის. თუმცა, პატარა კვლევით, დაგეგმარებით და გარკვეული ნაბიჯების გათვლით, თქვენი საყვარელი აქტივობა შესაძლოა ერთობ ბიუჯეტურიც გამოვიდეს.

1. დაგეგმე მოგზაურობის ბიუჯეტი

ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც დაგეგმარების მთელ პროცესზე მოახდენს გავლენას. განსაზღვრე თუ რამდენის დახარჯვა გსურს სასტუმროზე, საკვებზე, სუვენირებზე და ა.შ. არ არის აუცილებელი ბევრი ფულის ქონა, მოგზაურობა შეიძლება ძალიანაც ხელმისაწვდომი იყოს.

2. აირჩიე მთავარი ადგილები, რომელთა მონახულებაც გსურს

ერთი შეხედვით ეს ნაწილი მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე სახალისოა, თუმცა არის რამდენიმე კითხვა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:
• რომელი დანიშნულება ერგება ჩემს ბიუჯეტს?
• ჩემით დავგეგმო თუ ტურ-ოპერატორი დავიხმარო?
• როგორ მივიდე ადგილამდე?

3. თვალი გადაავლე ფრენებს და თარიღებს

რადგან თავად გეგმავთ მოგზაურობას, უნდა იცოდეთ რომ წლის გარკვეულ დროს ესა თუ ის დანიშნულება უფრო იაფია. ყველამ იცის რომ შვებულებების პერიოდში ფრენაც ძვირდება და სასტუმროს ფასიც იმატებს.

4. გადახედე შეთავაზებებს

შეგიძლია ნახო საიტები რომელიც საინტერესო შეთავაზებებითაა სავსე, იქნება ეს სასტუმრო, ფრენა თუ მუზეუმების იაფი ბილეთები.
მაგალითად:
• Google ფრენები
• Trip advisor
• Expedia
• Kayak

5. დაიწყე შეგროვება

თუკი ფულის დაზოგვას და შეგროვებას მოგზაურობამდე კარგა ხნით ადრე დაიწყებთ, შემდეგ ბანკის ან მეგობრების დახმარება ნაკლებად დაგჭირდებათ. აქციე მოგზაურობა მოტივაციადაც, რომ მეტი ფული გამოიმუშაო.

6. წადი და ისიამოვნე!

თუკი ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მომავალში ბევრ თავის ტკივილს აირიდებთ თავიდან. მოგზაურობის დროს მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, რომ ყველა მომენტით დატკბეთ, მოდუნდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები