LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივეჩვიოთ მარტო ცხოვრებას განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა ფსიქოლოგისგან

135
6346546

საცხოვრებლად მარტო გადასვლა მას შემდეგ რაც ბევრი წელი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. თქვენ ტოვებთ ადგილს, რომელთანაც უამრავი მოგონება გაკავშირებთ და იწყებთ ცხოვრებას სრულიად თეთრი ფურცლიდან.
ამიტომ დაშორებასთან ერთად სხვა სირთულეების გადალახვაც გიწევთ.
მეორე მხრივ, განქორწინების შემდეგ მარტო ცხოვრება შესაძლოა იქცეს შესაძლებლობად განთავისუფლდეთ ტკივილისგან, თავიდან აღმოაჩინოთ თქვენი თავი და ისეთი ცხოვრება დაიწყოთ რომელიც ყოველთვის გინდოდათ.

აღმოაჩინე სიჩუმე

პირველი რასაც უნდა მიეჩვიოთ, ეს არის მარტო ცხოვრების სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც ბავშვების ხმისგან, განქორწინებამდე დაძაბული ურთიერთობისგან და ბევრი ნეგატივისგანაა დაცლილი. მიეცით თავს ნება მოგენატროთ შვილები, თუმცა სიჩუმით და მარტოობით ტკბობაც ისწავლეთ.

რუტინა

ყოფილ ოჯახში არსებული რუტინა ახლით ჩაანაცვლეთ, ისეთით რომელიც თქვენს ახალ ცხოვრებას შეეფერება. დაიწყეთ თავის მოვლით, დასვენებით, ჯანსაღი კვებით, ვარჯიშით და სულიერი პრაქტიკებით.

ჩამოყალიბდი მოლოდინებში

მარტო ცხოვრებისას მნიშვნელოვანია მოლოდინების ჩამოყალიბება, მოლოდინები ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას ქმნიან. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი იგრძნობთ მოწყენილობას, ნოსტალგიას, შიშებს.. ამ გრძნობების დაძლევას გარკვეული დრო სჭირდება.

მიეცი შენს თავს დრო

მიეცი თავს იმის დრო, რომ წარსული გამოიგლოვოს, ისე ებრძოლოს დეპრესიულ განწყობას როგორც ეკომფორტულება. არ ღირს გრძნობების უგულებელყოფა.

ისწავლე რაიმე ახალი, სინჯე რაიმე ახალი

ახლა საუკეთესო დროა ახალი გამოცდილებების მისაღებად. ისწავლე თუ როგორ მოამზადო ახალი კერძები, გაიჩინე ახალი ჰობი, დაკავდი სპორტით. აღმოაჩინე ახალი წიგნები, წადი სალაშქროდ.

ხალხი

მარტო ცხოვრების საუკეთესოდ დასაბალანსებლად მნიშვნელოვანია ხალხთან დროის გატარება, სოციალიზაცია. დაპატიჟე მეგობრები შინ და თავადაც მიიღე მიპატიჟებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები