LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა დიდხანს – 9 ჯანსაღი ჩვევა

122
you-make-me-feel-so-young-700x466

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდობა გონებიდან იწყება. ცხოვრებისეულ სტრესს თუ რთულ მომენტებს ჭაღარების მომრავლება შეუძლია. გარდა ამისა, რთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომავალში გულის პრობლემებიცაა მოსალოდნელი. დაბლა ჩამოთვლილი რჩევები კი დაგეხმარებათ, რომ ახალგაზრდული ენერგიები და ჯანმრთელობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ.

მედიტაცია

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაცია ტვინში ასაკობრივი ცვლილებების პრევენციისთვის საუკეთესო გზაა. ყოველდღიურად მხოლოდ 20 წუთია საჭირო იმისთვის, რომ გონება და სხეული დაასვენოთ, ახალი ენერგიებით აავსოთ.

მეტი ცხიმი

ბუნებრივია, არაჯანსაღ საკვებს არ ვგულისხმობთ. ჯანსაღ ცხიმს განწყობის გაუმჯობესება, ძვლების გაძლიერება და ბევრი გართულების თავიდან აცილება შეუძლია.

იმოძრავე

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ რეგულარულ ვარჯიშს კუნთების გაძლიერება, უჯრედების გაჯანსაღება და განწყობის გაუმჯობესება შეუძლია.

იპოვე სიყვარული

ეს მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებს არ ეხება. სიყვარულის პოვნა ყველა ფორმაშია შესაძლებელი – მეგობრებში, ოჯახში, ცხოველებში თუ საყვარელ გასართობში.

სცადე იოგა

იოგა ეს არის სხეულისა და გონების ვარჯიში, რომელიც ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს სხეულის პოზიციას, მოქნილობას და განწყობას.

მეტი ხილი

ხილი საჭირო ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, რაც ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისთვის მშვენიერი გზაა.
თამაშები, რომელსაც ფიქრი სჭირდება
ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ისეთ თამაშებს როგორიცაა კროსვორდები, ფაზლები, სუდოკუ და სხვა – კოგნიტიური შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლია.

მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე

სუფთა ჰაერს და მზეს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

მოუარე შენს თავს

საკუთარი თავის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც ყველა ასაკში. წადი მასაჟზე, იყიდე ახალი ტანსაცმელი, მოიტანე სახლში ყვავილები. გააკეთე ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს, განწყობას გიუმჯობესებს და თავს ახალგაზრდად გაგრძნობინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები