LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი საავტომობილო ფერები გახდება მალე პოპულარული

156
Screenshot 2023-10-03 122547

ექსპერტებმა აჩვენეს მომავალი ტრენდული საავტომობილო ფერები. მომდევნო 3-5 წლის პროგნოზი ქიმიურმა კონცერნმა BASF გააკეთა, რომელიც მსოფლიოში ავტოემალების ერთ-ერთ უმსხვილესი მწარმოებელია.

მან წარადგინა ფერების კოლექცია სახელწოდებით On Volude, რომლის ძირითადი წყარო გახდა ხელოვნური ინტელექტი. მასში წარმოდგენილია უჩვეულო ფერები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისთვის. BASF-ის მოსაზრებით, ავტოწარმოება კლასიკური შავი და თეთრი ფერებიდან დროა უკვე რაღაც ახალზე გადაერთოს – უფრო გამოკვეთილსა და პოზიტიურზე.

ჩრდილო ამერიკაში მოდაში შემოვა ყვითლისა და მწვანის რბილი ელფერი.

ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ვარაუდობენ კრემისფერი და პასტელური ტონის შემოსვლას. ჩვეულებრივ, ესენი არ არის დიდად პოპულარული ავტომწარმოებლებში.

აზიური და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის წარადგინეს მწვანისა და ფლუორესცენტური წითლის პასტელური ელფერი, რაც ავტომობილისტების ინდივიდუალობას გაუსვამს ხაზს.

ყველა შემთხვევაში აქცენტი კეთდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებსა და პროცესზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები